სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
განათლება
წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.
სამუშაო გამოცდილება:
თბილისის ახალგაზრდული თეატრი სტუდია „მეტეხი“ – სალიტერატურო ნაწილის გამგე (1977-1981);
თბილისის საჯარო სკოლები – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის 23-ე, მე-18 სკოლებში, კერძო სკოლებში „ლოგოსსა“ და „ბაქსვუდში“ (1982 წლიდან-დღემდე);
საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი – რექტორი (1990-2000);
თბილისის საკრებულოს წევრი. განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2005);
თბილისის 24-ე საჯარო სკოლა – დირექტორი (2005-2012);
თბილისის კერძო სკოლა „ლოგოსი“ – დამფუძნებელი, დირექტორი (2010-2014 წლებში); სამეცნიერო ხელმძღვანელი (2017 წლიდან-დღემდე);
თბილისის კერძო სკოლა „ჰამილტონი“ – დამფუძნებელი და დირექტორი (2016-2017);
საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე (2016 წლიდან-დღემდე);
საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე (2016 წლიდან-დღემდე);
ჟურნალ „ქართული სიტყვის“ მთავარი რედაქტორი (2011);
ჟურნალ „სკოლის მართვის“ მთავარი რედაქტორი (2017 წლიდან-დღემდე);
საქართველოს რადიოს გადაცემა „ჩვენი სკოლის“ ავტორი და წამყვანი (2019 წლიდან-დღემდე).
შექმნილი პროფესიული პროდუქტები:
დამხმარე სახელმძღვანელო „საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე“ (1992; თანაავტორებთან ერთად);
„დავით გურამიშვილის მხატვრულ სახეთა სისტემა“ (1998);
„ფიქრი განათლებაზე“ (საგანმანათლებლო წერილების კრებული; 1998);
ექვსტომეულის „მსოფლიოს რჩეული მოთხრობები“ – იდეის ავტორი და თანაშემდგენელი (2007-2008);
კრებულის „სიბრძნე მინიატურაში“ – იდეის ავტორი და შემდგენელი (2010);
სერიის „ქართველი მწერლები სკოლაში“ (გამოიცა 18 წიგნი, 1996 წლიდან 2014 წლამდე) იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორი;
„საუბრები უფროსკლასელებთან“ (2013);
კრებულის „საზრისები“ (ალტერნატიული თვალსაზრისები ქართული ლიტერატურის შესახებ) – იდეის ავტორი, შემდგენელი და წერილების ავტორი (2018);
„ლოგოსი“ – ლიტერატურული წერილები და ჩანაწერები (2019);
„ფიქრი ფიქრზე“ – საგანმანათლებლო რესურსი სასკოლო ჰუმანიტარული განათლებისთვის (2020).
შემოქმედება:
„საღამოს ლექსები“ (2011);
„მე მინდა, რომ მიკითხავდე ლექსებს“ (ლექსების კრებული, 2016);
„მძიმე და მსუბუქი“ (მოთხრობების კრებული, 2017).
განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები:
„მცირე პროზა“ (2014 წლიდან-დღემდე);
„ფილმმი“ (2017 წლიდან-დღემდე);
ფილოსოფიის მოკლე კურსი სკოლის უფროსკლასელთათვის (2017 წლიდან-დღემდე);
გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალი სკოლის მოსწავლეთათვის (2006 წლიდან 2011 წლამდე ჩატარდა 4-ჯერ);
კონკურსი განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭიერებით დაჯილდოებულ უფროსკლასელთათვის „ვწერ თავისუფალ თემას“ (2004 წლიდან 2016 წლამდე ჩატარდა 5-ჯერ).
ჯილდო
2010 წელს განათლების სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.