განათლება:
2017-2019 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკის მაგისტრი;
1992-1998 – თბილისის მართვის ინსტიტუტი – იურისტი.
1989-1993 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი განყოფილება; ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (დაუმთავრებელი);
1986-1989 – თბილისის პოლიგრაფიული სასწავლებელი.
სამუშაო გამოცდილება:
2020-დღემდე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;
2010-2020 – ტელერადიოკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი;
2009-2014 – გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე;
2009 – გაზეთ „ქართული სიტყვის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;
2003-2005 – გაზეთ „კავკასიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;
2002-2003 – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – პრეზიდენტის პრესსამსახურის კურატორი;
1995-2004 – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ პასუხისმგებელი მდივანი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფკავშირების თავმჯდომარე;
1989-1995 – გამომცემლობა „სამშობლოს“ საამწყობო საამქროს დამკაბადონებელი, გაზეთების – „თბილისი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ქართველი ერი“, „კავკასიონი“ გამომშვები რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და პროფესიული ფორუმები:
2010, სექტემბერი – РИА НОВОСТИ – მოსკოვი, რუსეთი;
2003, თებერვალი-მარტი – IRI – ვაშინგტონი, ჰელენა, აშშ;
2002, ნოემბერი – IRI – თბილისი, საქართველო;
2001, მაისი-ივნისი – Foreign Press Center – ტოკიო, იაპონია.
მედიაფორუმები: მოსკოვი – 2009, კიევი – 2010, ასტანა – 2011, მინსკი – 2012.
შეხვედრები რედაქტორთა კლუბის ფორმატში: მინსკი – 2012, რიგა – 2013, იერუსალიმი – 2014.
პროფესიული ჯილდოები და წოდებები:
2020 – ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია (საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი);
2017 – ოქროს ფრთა (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა“);
2014 – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება (საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი);
2002 – წლის საუკეთესო პრესსამსახურის ხელმძღვანელი (ჟურნალი „პრეს-პრემიერი“, ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად);
2001 – წლის საუკეთესო ჟურნალისტი (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“);
1995 – ჟურნალისტთა ფედერაციის დიპლომი (ჟურნალისტური გამოძიებისთვის).
სახელმწიფო ჯილდოები:
2002 – ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი;
1999 – ღირსების ორდენი;
1996 – ღირსების მედალი;
2001, 2003 – საქართველოს პრეზიდენტის მადლობა.
საზოგადოებრივი საქმიანობა:
2018, 2019 – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრი;
1999-2004 – საქართველოს შსს-ს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის ახალგაზრდობის პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, რექტორატის წევრი.
1996-2020 – მონაწილეობს სატელევიზიო თოქ-შოუებში (საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ობიექტივი“, „რუსთავი 2“, „მზე“, „მაესტრო“, „იბერია“, „კავკასია“, „TV-პირველი“, „თრიალეთი“); მასთან ინტერვიუები გამოქვეყნებულია ბეჭდურ მედიაში: გაზეთები – „ახალი თაობა“, „ქრონიკა“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „დილის გაზეთი“, „ექო“, „24 საათი“, „გაუხმაურებელი ფაქტები“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ოპოზიციური გაზეთი“, „თავისუფალი გაზეთი“, „ასავალ-დასავალი“; ჟურნალები – „პრეს-პრემიერი“, „თბილისელები“.