ბესიკ ლილუაშვილი
ბესიკ ლილუაშვილი

სამუშაო გამოცდილება:

2017 – 2018 წწ. – აჭარის ა.რ. მთავრობა, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

2016 – 2017 წწ. – აჭარის ა.რ. მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;

2015 –  2016 წწ. – შ.პ.ს. „სარკე სტუდიოს“ სცენარისტი;

2014 – 2016 წწ. – შ.პ.ს. „მენთეშ პროდაქშენი“, კრეატიული დირექტორი, სცენარისტი;

2012 – 2014 წწ. – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

2008 – 2012 წწ. – აჭარის ა.რ . მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება „აჭარის ტელე – რადიო დეპარტამენტი“, ყოველდღიური ბიზნეს-ეკონომიკური გადაცემა „დროის ვექტორის“ წამყვანი, ხელმძღვანელი, პროდიუსერი;

2007- 2008 წწ. – ფარმაცევტული კომპანია „ბათფარმა“, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

2003 – 2008 წწ. – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის მასწავლებელი;

2004 – 2008 წწ. – დამქირავებელი შ.პ.ს. „ჯორჯია ონლაინი“, წარმომადგენლობის მენეჯერი;

2005 – 2008 წწ. – აჭარის ა.რ. ტელე-რადიო დეპარტამენტი, წამყვან-კორესპონდენტი;

1998 – 2001 წწ. –  ტელეკომპანია „ტელეარხი 25“,  წამყვან-კორესპონდენტი;

2004 – 2005 წწ. –  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), პრეს-სამსახურის უფროსი;

2001 – 2004 წწ. – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), პრეს-სამსახურის კორესპონდენტი;

 

განათლება და სამეცნიერო ხარისხები :

1995 – 2000 წწ. – ბსუ – დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, სპეციალობა – გერმანული ფილოლოგია; კვალიფიკაცია – ფილოლოგი, გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

2004 – 2006 წწ. – თბილისის შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი, სპეციალობა – ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობები, კვალიფიკაცია – სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი;

 

დამატებითი საგანმანათლებლო კურსები/ტრენინგები/ სტაჟირება

1997 წლის 1-16 დეკემბერი – საერთაშორისო ფონდი „ინტერნიუსი“, ტრენინგ-სემინარი ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის ბაზაზე, ტელე-ჟურნალისტიკისა და  საინფორმაციო პროგრამის მომზადების შესახებ.

2001 წლის 18-23 ივნისი – ამერიკის იურისტთა ასოციაცია,  ტრენინგ-სემინარი – „საჯარო ინფორმაცია და სხდომათა საჯაროობა“.

2002 წლის 22-26 სექტემბერი – ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ტრენინგ-სემინარი „თავისუფალი მედიის განვითარების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში“.

2004 წლის 16-17 ივლისი – ამერიკის უნივერსიტეტის საქართველოს ოფისის სასწავლო კურსი, კორუფციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის თეორია და პრაქტიკა.

2012 წლის 30 აპრილი – 28 ივლისი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)-პრ სკოლა, პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი.

2012 წლის 23-29 სექტემბერი – შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), საგადასახადო დავალიანებების მართვა და IT ტექნოლოგიები.

 

ენები:

ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.

 

 გამოქვეყნებული შრომები:   

  1. „კარლოს კასტანედა XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში“ – ჟურნალი „ახალი ერა“;
  2. „კარლოს კასტანედა – შამანი, ანთროპოლოგი, თუ..?“ – ამერიკის შესწავლის საკითხები;
  3. „ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო! – ანუ გასეირნება დემონთან“ – ამერიკის შესწავლის საკითხები;
  4. „ლიტერატურის თეორიის ზოგიერთი ასპექტი“ – თბილისის  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; „ლიტერატურული ძიებანის“ პერიოდული დამატება; „კრიტერიუმი“; თბილისი 2006;
  5. „მოდერნიზმის ისტორიისათვის“ – კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა; #11; 2006 წ.

 

სოციალური აქტივობები:   

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტელექტუალური კლუბის, „რა? სად? როდის?“ დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი.

სატელევიზიო შოუ „რა? სად? როდის?“ 2009 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალური თამაშისა და 2011 წლის გაზაფხულის სეზონის თამაშის საუკეთესო მოაზროვნე.

 

კომპიუტერული პროგრამები: 

Windows 9x/ME/2000/XP/2007/2008. Microsoft Office XP; Corel WordPerfect; Adobe Photoshop; Adobe Premiere; CorelDraw; Internet.