თქვენი უფლებები - დანაშაული, დამნაშავე და სასჯელი
თქვენი უფლებები - დანაშაული, დამნაშავე და სასჯელი

რამდენად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას გახმაურებული მკვლელობებზე მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები.

სტუმარი: ნანა კაკაბაძე – უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

“სამართლიანობის აღდგენის შესახებ „ქართული ოცნების“ უპირველესი დაპირება ფუჭი აღმოჩნდა; პროტესტი, რომელიც პროკურატურის მიერ მის წიაღში მომუშავე ადამიანის შვილისთვის ხელის დაფარვას მოჰყვა, სამართლიანია. სამწუხაროა, ის რომ ქუჩაში გასული ეს ტალღა შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის საზიანოდ გამოიყენოს; ხალხმა ძლიერი საპროტესტო ტალღა უნდ ააგოროს და ხელისუფლებას გაცემული დაპირებების შესრულება მოსთხოვოს; თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , რომ ეს ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივ ძალას არ უნდა გამოვაყენებინოთ; მოქმედი ხელისუფლება ქუჩის კრიმინალს ფარავს , წინა ხელისუფლება კი თავის მიერვე ჩადენილ კრიმინალს აფარებდა ხელს; ეს განასხვავებს „ ქართულ ოცნებას“ „ ნაციონალური მოძრაობისგან“. საზოგადოებამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ მისთვის მიუღებელი ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს და უნდა მოსთხოვოს დანაპირების შესრულება, სამართლიანობის აღგენა , რაც , პირველ რიგში, სამართალდამცავი და სასამართლო სტრუქტურებიდან ძველი, დამნაშავე კადრების დათხოვნას გულისხმობს”.

“ეს ხელისუფლება გაძლიერდა საკუთარი გავლენების და ინტერესების დაკმაყოფილების და არა საზოგადოების ინტერესების დაცვის კუთხით; დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი ძალის შექმნის რესურსი , რომელიც თავისუფალი იქნება სხვადასხვა გავლენებისგან”.

“დღეს , როდესავ ურტყამენ ეკლესიას, ურტყამენ სახელმწიფოს; დასუსტებული ეკლესია , ეს არის დასუსტებული სახელმიწფო ; ეკლესიის დანგრევა ეს სახელმწიფოს საბოლოო განადგურების ტოლფასია, რასაც ემსახურება სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომაშტაბიანი შეტევა. პრობლემა ისევე არსებობს ბერში, როგორც ერში , თუმცა, სამწუხაროდ, ამ პრობლემებზე დღეს ეკლესიის კეთილისმსურველები არ საუბრობენ”

“გარე ძალების მიერ მართულ პროცესებს ხელისუფლება წინააღმდეგობას ვერ უწევს. და მონურად ემორჩილება გარედან შემოსულ დიქტატს; სწორედ გარედან ფინანსდება სექსუალური უმცირესობების პროპარაგანდა საქართველოში”