სოციალური ღია სტუდია - ვაგზლის მოედანთან დატრიალებული ტრაგედია I 16.07.2025
სოციალური ღია სტუდია - ვაგზლის მოედანთან დატრიალებული ტრაგედია I 16.07.2025

დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ უგულავამ მწუხარება გამოთქვა მომხდარი შემთხვევის გამო, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ კიდევ ერთი დაზრალებული საავადმყოფოში მოინახულა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კორპუსის მობინადრეებს, დიდუბის გამგეობამ ისინი უკვე გაიყვანა და 11 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

„ადრე არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ყველა გაგვეყვანა და ეს ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლებულიყო. რამდენიმე მოსახლე კატეგორიული წინააღმდეგი იყო რომ დაეტოვებინა თავისი ბინა, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ უკვე წინააღმდეგობა აღარ გაგვიწიეს და მალე კორპუსის დემონტაჟის და მის ადგილზე ახლის აშენების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ზურაბ უგულავამ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: