სოციალური ღია სტუდია - სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება
სოციალური ღია სტუდია - სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება

დღეისათვის სოციალურად დაუცველი ბავშვები სახელმწიფოსგან 100 ლარიან დახმარებას იღებენ.

1 ივნისიდან ეს დახმარება 150 ლარი გახდება. ამისათვის 77 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან თითოეულ ბავშვზე დახმარება 200 ლარი იქნება.

რამდენი ბავშვიც არ უნდა იყოს ოჯახში და რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს ოჯახის ბიუჯეტი დახმარების ზრდის გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დაუცველთა ბაზიდან არ ამოიღებენ.

სტუმარი: თამარ ბარკალაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: