სოციალური ღია სტუდია - როგორ მიმდინარეობს კამპანია „კარდაკარ“ I 18.06.2025
სოციალური ღია სტუდია - როგორ მიმდინარეობს კამპანია „კარდაკარ“ I 18.06.2025

უახლოეს მომავალში საქრთველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც, დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში უპატრონოდ დატოვებენ შინაურ ცხოველებს. მანამდე კი, თბილისის მერიამ დაიწყო ცხოველთა მონიტორინგის კამპანია, სახელწოდებით „კარდაკარ“.

„ჩვენი კამპანიის მიზანია პრევენცია, რომ არცერთი შინაური ცხოველი ქუჩაში აღარ მოხვდეს. ჩვენი მონიტორები ამოწმებენ, რა პირობებში ჰყავთ მოქალაქეებს შინაური ცხოველები. აწარმოებენ ცხოველების აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე უწევენ ვეტერინარულ მომსახურებას“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ არაგველმა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: