სოციალური ღია სტუდია – როგორ მიმდინარეობს გაწვევა ეროვნულ სამხედრო სამსახურში I 25.02.2026

19:59, 25.02.2026
-0:00

„მთავარი სიახლე, რაც უკვე მეორე წელია ხორციელდება, არის ის, რომ ახალწვეულები სამხედრო სამსახურს გაივლიან მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. სიახლეა ისიც, რომ წვევამდელი ასაკის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გამოძახებამდე საკუთარი სურვილით მოვიდნენ სამხედრო სამსახურის გასავლელად. ამ შემთხვევაში მათი სახელფასო ანაზღაურება სხვებთან შედარებით 30% ით მეტი იქნება“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ზაალ მუსხელიშვილმა.

ვიცე-პოლკოვნიკმა ანტონ ქუთათელაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ პირობებში უწევთ ახალწვეულებს სამხედრო სამსახურის გავლა და აღნიშნა, რომ ისინი ყოველმხრივ უზრუნველყოფილი არიან და სწავლებასაც ატარებენ ძალზე გამოცდილი, საერთაშორისო სამხედრო მისიებში ნამყოფი ოფიცრები.

სტუმრები: ზაალ მუსხელიშვილი – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი; ანტონ ქუთათელაძე – მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი