სოციალური ღია სტუდია - როგორ მიმდინარეობს ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლი
სოციალური ღია სტუდია - როგორ მიმდინარეობს ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლი

„საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ავტომანქანებიდან ხილული გამონაბოლქვის გამო უკვე 10 ათასამდე საჯარიმო ქვითარია გამოწერილი“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორები მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით კი არ აჯარიმებენ მძღოლებს და ავტომფლობელებს, ისინი საუკეთესო აპარატურით არიან აღჭურვილი. თუ დაჯარიმებულს მიაჩნია, რომ არ იმსახურებდა ჯარიმას, მას საშუალება ეძლევა, ტექდათვალიერების ნებისმიერ ცენტრში მივიდეს, გაიაროს ინსპექტირება და თუ მისი ავტომანქანის მონაცემი სტანდარტს დააკმაყოფილებს, მაშინ აღარ დაჯარიმდება. თუმცა, როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, მსგავსი შემთხვევები იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

სტუმარი: ტარიელ ირემაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: