სოციალური ღია სტუდია – რა კეთდება ავტოსაგზაო შემთხვევბის შემცირებისთვის I 15.07.2026
„უკვე ხელმოსაწერად მზადაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის მომზადებაში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. ორმოცამდე კონკრეტული წინადადება წარვადგინეთ სხვადასხვა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ნახევარზე მეტი შევიდა დოკუმენტში. ჩვენ საფუძვლიანი კვლევები ჩავატარეთ სკოლებთან და მივედით იმ დასკვნამდე, რომ საგანგებოდ უნდა შეიზღუდოს სიჩქარე სკოლებთან. აქ უკვე ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და შედეგები საგანგაშოა. უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩვენი წინადადებებიც აისახა“, – განაცხადა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ.
სტუმარი: ირაკლი იზორია – ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

