სოციალური ღია სტუდია – რა გვიჩვენა საყოველთაო აღწერამ? I 24.06.2026
„საქართველოს მოსახლეობაში მატებაა – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია, რაც 2024 წელს ჩატარებულმა საყოველთაო აღწერამ გვიჩვენა.
საქართველოს მოსახლეობა 5,8 % – ით გაიზარდა, ეს თითქმის 216 ათასი ადამიანია. მართალია, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის მატებაც სახეზეა.
განსაკუთრებული მატებაა თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში.
აღწერამ ბევრი მიმართულებით ძალიან საინტერესო მონაცემები წარმოადგინა, რომელთა ანალიზის შედეგადაც უნდა დაიგეგმოს ქვეყნის განვითარება მომდევნო 10 წლის მანძილზე და შორეულ მომავალშიც“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა პაატა შავიშვილმა.
სტუმარი: პაატა შავიშვილი – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

