სოციალური ღია სტუდია - მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება I 19.11.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
„საქართველოს საავტომობილო გზებზე არსებული ვითარაება საგანგაშოა, მაგრამ მხოლოდ სანციების გამკაცრებით სასურველი შედეგის მიღწევა გაჭირდება. ექსპერტის აზრით, საჭიროა აგრეთვე საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება, მძღოლების, ფეხით მოსიარულეების ინფორმირება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, პარლამენტმაც უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებიდან წამოსული მნიშვნელოვანი წინადადებები, ვიდრე გამკაცრებული კანონი საბოლოო სახეს მიიღებს“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.
სტუმარი: ეკა ლალიაშვილი – ექსპერტი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
