სოციალური ღია სტუდია - ორიენტაცია მთიანი რეგიონების განვითარების შვეიცარიულ და ავსტრიულ მოდელზე
სოციალური ღია სტუდია - ორიენტაცია მთიანი რეგიონების განვითარების შვეიცარიულ და ავსტრიულ მოდელზე

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, უკვე 1801-მა სოფელმა, დაბამ და ქალაქმა მიიღო ეს სტატუსი.

როგორც სტუმარმა განაცხადა, მთიანი რეგიონების განვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმარებიან. მათ შორის, რამდენიმე პროექტი ხორციელდება შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობათა მხარდაჭერით.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ მთიანი რეგიონების იმგვარ განვითარებაზე, როგორც შვეცარიასა და ავსტრიაშია“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.

სტუმარი: გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: