სოციალური ღია სტუდია – გრიპის ვირუსის პიკი I 19.02.2025
საქრთველოში გრიპის ვირუსის პიკია და გარდაცვალების შემთხვევებიც დაფიქსირდა. როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, საბედნიეროდ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავამყოფოში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, იმდენადაა გაზრდილი მომართვიანობა, რომ საავადმყოფო საგანგებო რეჟიმით მუშაობს.
საქართველოში გრიპის ვაქცინაცია უფასოა, აღნიშნა სოფო ცერცვაძემ. ამის მიუხედავად მოსახლეობა ნაკლებად სარგებლობს ამ სიკეთით და ამიტომაც გრიპის ვირუსით ინფიცირებულებით გადავსებულია ახლა ჩვენი საავადმყოფოები.
სტუმარი: სოფო ცერცვაძე – მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

