„ჩვენმა მობილურმა ეკიპაჟებმა საქართველოს ოთხ ქალაქში მარტო იანვარში გარემოს დაბინძურების 411 ფაქტი გამოავლინეს და მძღოლები დააჯარიმეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ.
ა/ო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ სურვილი გამოთქვა, რომ ასეთივე მონიტორინგი განხორციელდეს საქართველოს არა მხოლოდ აღნიშნულ ოთხ ქალაქში, არამედ სხვა დიდ ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში. ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან.
სტუმრები: ტარიელ ირემაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ირაკლი იზორია – ა/ო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
