სოციალური ღია სტუდია - ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა I 03.04.3034
სოციალური ღია სტუდია - ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა I 03.04.3034

„თბილისს ამჟამად არ გააჩნია მოძრაობის მართვის ინტეგრირებული სისტემა, რაც იწვევს საცობებს, მგზავრობის გაზრდილ დროს, როგორც ავტომობილებისათვის, ისე ავტობუსებისათვის. ნელა მოძრავი და გაჩერებული ტრანსპორტი კი გარემოსაც მეტად აბინძურებს“, – განაცხადა საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ.

მისი ინფორმაციით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისათვის. წელს საამისოდ შემუშავებული იქნება სრული დიზაინი და უახლოეს წლებში თბილსშიც ამუშავდება ჭკვიანი სატრანსპორტო ევროპული სისტემა.

სტუმარი: შალვა ოგბაიძე – თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: