საუკეთესო წიგნები - ზაზა ხუციშვილი - ლორდ ჩესტერტონის „წერილები ჩემს ვაჟს“
საუკეთესო წიგნები - ზაზა ხუციშვილი - ლორდ ჩესტერტონის „წერილები ჩემს ვაჟს“

„წერილები ვაჟიშვილს“ ეხება სწავლა-აღზრდის, ზნეობის, ეთიკის საკითხებს. ჩესტერფილდი იყო ინგლისური არისტოკრატიის უმაღლესი ფენის წარმომადგენელი. მას დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამა კი მის აღზრდაში საერთოდ არ მონაწილეობდა, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა ჩესტერფილდის თბილი დამოკიდებულება ვაჟისადმი. წერილების სერია ჩესტერფილდმა სწორედ თავის ერთადერთ ვაჟს უძღვნა. იგი შვილს უსახავდა სამ მთავარ ამოცანას:

 

  • მოეხადა ვალი ღვთისა და კაცის წინაშე;
  • შეეძინა დიდი ცოდნა მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან (განსაკუთრებულად ისტორიას, მწერლობას, კლასიკურ ენებს გამოყოფს);
  • ყოფილიყო კარგად აღზრდილი, რის გარეშეც, განსწავლულობის მიუხედავად, აუტანელი იქნებოდა საზოგადოებისათვის. [3]