საუკეთესო წიგნები - ზაზა ფირალიშვილი სახარების ოთხთავზე
საუკეთესო წიგნები - ზაზა ფირალიშვილი სახარების ოთხთავზე

სტუმარი: ფილოსოფოსი – ზაზა ფირალიშვილი

იესო ქრისტეს მიერ ქადაგებული ხსნის გზა, ცათა სასუფევლის მოახლოვება და მის მიერ სიკვდილის დამარცხების ამბავი. სახარება
ამ წიგნში აღწერილია იესო ქრისტეს დაბადება, მისი ცხოვრება, სასწაულები, წამება, აღდგომა და ამაღლება. სახარება ოთხი ნაწილისგან შედგება მათეს, მარკოზის ლუკას და იოანეს წიგნებისაგან.

სახარება წმინდა მოციქულთა მიერ დაწერილ წიგნთა კრებულია. მას ბერძნულადევანგელეეწოდება. ქართულად ოთხთავადაც მოვიხსენიებთ. სიტყვა სახარებახარებას, სასიხარულო ამბის უწყებას ნიშნავს, სიხარულს უკავშირდება, რაც მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებისა და მის მიერ კაცობრიობის გამოხსნის მაუწყებელია.

სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმინდა ჭეშმარიტება.

ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.

ბიბლია

ბიბლიის წინამდებარე ვერსიაში შესულია ბიბლიის შემდეგი თარგმანები:

ძველი აღთქმა – მცხეთური ხელნაწერის მიხედვით (ძველი ქართულით) და ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის თარგმანი (ახალი ქართულით)

ახალი აღთქმა – გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია (ძველი ქართულით) და ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი (ახალი ქართულით)

† orthodoxy.ge † ძველი აღთქმა

ბიბლიის წინამდებარე ვერსიაში შესულია ბიბლიის შემდეგი თარგმანები: ძველი აღთქმა – მცხეთური ხელნაწერის მიხედვით (ძველი ქართულით) და ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის თარგმანი (ახალი ქართულით); ახალი აღთქმა – გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია (ძველი ქართულით) და ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი (ახალი ქართულით).

 

ოთხთავის აუდიო ვერსია. კითხულობს გოგი ხარაბაძე