საუკეთესო წიგნები - ნინო ქადაგიძე-ჟვანია - ცოტნე ცხვედიანის რომანზე „მაიაკოვსკის თეატრი“
საუკეთესო წიგნები - ნინო ქადაგიძე-ჟვანია - ცოტნე ცხვედიანის რომანზე „მაიაკოვსკის თეატრი“

1993 წელს ქუთაისში დაიბადა. ის ქართული ლიტერატურის ახალგაზრდული ტალღის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია, რომელმაც ძალიან მოკლედ დროში მოახერხა თავისი სათქმელის მკითხველამდე მიტანა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სადებიუტო წიგნით „ქალაქი და წმინდანები“.

ცხვედიანის შემოქმედება არც კრიტიკას დარჩენია უყურადღებოდ და მასზე მრავალმა ქართულმა გამოცემამ დაწერა. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ კი წლის 2015 საუკეთესო მოთხრობად დასახელდა და 2016 წელს აშშ-ში გამოცემულ ანთოლოგიაში „Best European Fiction“-შიც შევიდა.

მოკლე შენაარსი:

რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს.

სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს…

 

მთავარი გმირები:

თუთა

ალექსი – მთხრობელი, თუთას ძმა

დედა

მამა

და

 

წინანდლის პრემია

 

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.

 

„წინანდლის პრემიის“ 2017 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების რვა ნომინაციაში ასე განაწილდნენ:

თეატრალური ხელოვნება: გურამ მაცხონაშვილი;

კინოხელოვნება: ბაქარ ჩერქეზიშვილი;

მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ცხვედიანი;

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე;

სახვითი ხელოვნება: გვანცა ჯიშკარიანი;

მუსიკა: კახი სოლომნიშვილი;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ეკა გურგენაშვილი;

ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი.

„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება პირველად 1999 წელს ჩატარდა. პრემია თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა და ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას ემსახურება.

ცოტნე ცხვედიანი

ცოტნე ცხვედიანი 1993 წელს ქუთაისში დაიბადა. სადებიუტო წიგნით „ქალაქი და წმინდანები” მან მცირე დროში მოახერხა სათქმელის მკითხველამდე მიტანა. ცხვედიანის პერსონაჟები საქართველოს მივიწყებულ ქალაქებში – ხაშურში, კაზრეთში, ტყიბულში – მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ დილით ახალი იმედებით იღვიძებენ, მაგრამ ამ იმედებს განხორციელება არ უწერიათ, რადგან ქართული სახელმწიფოსთვის მათ იმაზე გაცილებით ნაკლები ფასი აქვთ, ვიდრე დანარჩენ, დიდ ქალაქებში გაბნეულ მოსახლეობას.

ცოტნე ცხვედიანი

მაიაკოვსკის თეატრი ცოტნე ცხვედიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ზურაბ ჟვანიას ფონდი

1. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის” მინიჭების პირობებსა და წესს; 2. „წინანდლის პრემიას” ახორციელებს საორგანიზაციო კომიტეტი; 3. წინანდლის პრემიის” ლაურეატების გამოვლენა ხდება 8 განსაზღვრული ნომინაციის მიხედვით; 4.