საუკეთესო წიგნები - გიორგი მარგველაშვილი - ბერძენ ფილოსოფოს პლატონის შესახებ
საუკეთესო წიგნები - გიორგი მარგველაშვილი - ბერძენ ფილოსოფოს პლატონის შესახებ

პლატონი (ბერძნ. Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.

პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში.

პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს.

 

პლატონმა დაარსა პირველი ორგანიზებული სასწავლებელი -აკადემია. (ეს ადგილის მიხედვით დაერქვა და ჩვწ აღრიცხვის 6 საუკუნეში დაიხურა

მოკლე შენაარსი:

 

სოკრატეს აპოლოგია ისტორიულ მოვლენას ეხება. კერძოდ კი სოკრატეს გასამართლებას. პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებელზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა.

(სოკრატეს) აპოლოგიაპლატონის ნაშრომი, რომელიც შედგება სოკრატეს მიერ ძვ. წ. 399 წელს მის საწინააღმდეგოდ წარდგენილი ბრალდებებისგან თავის დასაცავად წარმოთქმული სიტყვის პლატონისეული ვერსიისგან. ისტორიკოსების უმრავლესობა ამ ტექსტს სოკრატეს წინააღმდეგ გამართული სასამართლოს გარემოებების სანდო წყაროდ მიიჩნევს. კერძოდ, „აპოლოგიიდან“ ცნობილი ხდება ბრალდების დეტალები, ბრალმდებელთა სახელები და სოციალური მდგომარეობა (მელეტოსი, ანიტოსი, ლიკონი) და სხვა დეტალები. „აპოლოგია“ პლატონის პირველი შემორჩენილი ტექსტია, რომელიც სასამართლოს შემდეგ მალევე დაიწერა (ძვ. წ. 397 ან 396 წელს).

დატოვე კომენტარი