#სახლისკენ - ვირტუალური არტისტერიუმი 13/2020
#სახლისკენ - ვირტუალური არტისტერიუმი 13/2020

ცნობილი ფესტივალი არტისტერიუმი 13/2020 ახალი კორონა ვირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან და გარემოებებთან ადაპტირებული პროექტების რიცხვს დაემატება და წელს ციფრულ ფორმატში გაიმართება; თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 20 ნოემბერს ონლაინ დაიწყება და, გარდა იმისა, რომ ციფრული ფორმატი ისეთი ქვეყნების ხელოვანების ჩართვის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც აქამდე მონაწილეობა არ მიუღიათ ფესტივალის პროგრამაში, კითხვამ, მოხერხდება თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრების ვირტუალურ სივრცეში სრულყოფილად გადატანა, შესაძლოა, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს შორის ფესტივალისადმი ინტერესის გაზრდას შეუწყოს ხელი; სტუმარი – მაგდა გურული, თანამედროვე ხელოვნების კურატორი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: