#სახლისკენ - „ვინი პუჰიდან“ კასპიურ ვეფხვამდე, ანუ ჩვენი ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - „ვინი პუჰიდან“ კასპიურ ვეფხვამდე, ანუ ჩვენი ბავშვობის წიგნები

მისთვის „ვინი პუჰი იყო წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც უწიგნოდ ცხოვრება ვერც კი წარმოედგინა. რომელმა წიგნმა გაუჩინა სახლიდან ალმასების საძებნელად წასვლის სურვილი და რატომ რჩება დღემდე ის მისთვის ერთ-ერთ საყვარელ ნაწარმოებად? რა ხიბლი აქვს სოფლის ბიბლიოთეკებს და იქ აღმოჩენილ წიგნებს? რატომ ხდება, რომ ტექსტი, რომელსაც ერთი თაობა აღფრთოვანებით კითხულობს, სხვა თაობისთვის შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს და რა გავლენას ახდენს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ერთ დროს ძალიან პოპულარული წიგნების მიმართ ახალი თაობის ინტერესზე? არსებობს თუ არა წიგნები, რომლებსაც ყველა დროში ერთნაირი ინტერესით წაიკითხავენ ბავშვები? რამდენად აისახა ჯერალდ დარელისა და რადიარდ კიპლინგის წიგნების სიყვარული პროფესიაზე? შეიძლება თუ არა რომელიმე წიგნის ხელახლა წაკითხვისას აღმოაჩინო, რომ ბავშვობაში მისი არმოწონების მიზეზი არასწორად შერჩეული დრო იყო? რატომ, ან როგორ ქრება დედამიწაზე ამა თუ იმ სახეობის ცხოველი, თუნდაც ისეთი, როგორიცაა კასპიური ვეფხვი?

სტუმარი – ზურაბ გურიელიძე, ბიოლოგი, თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი