#სახლისკენ - უფლისციხის ნაკრძალი
#სახლისკენ - უფლისციხის ნაკრძალი

უფლისციხის ნაკრძალის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი შეიმუშავებს. ძეგლზე კომპლექსური მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება და ერთიანი კვლევების საფუძველზე შემუშავდება ძეგლის მოვლის სამუშაოები. გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, გატარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

სტუმარი: მიშა ელოშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრის, ასევე აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი