#სახლისკენ - ტურისტული ბილიკები წყვილი ბორბლისთვის
#სახლისკენ - ტურისტული ბილიკები წყვილი ბორბლისთვის

არის თუ არა საკმარისად კომფორტული ქალაქის ინფრასტრუქტურა მათთვის, ვისაც მანქანებითა და ქვეითებით გადატვირთულ ქუჩებში საზოგადოებრივი, ან კერძო ტრანსპორტით მგზავრობას ველოსიპედით გადაადგილება ურჩევნია? რატომ არის თბილისის შემოგარენში ტურის მოწყობისას დამწყები ველომოგზაურისთვის მთა-გორიანი მარშრუტი უფრო უსაფრთხო, ვიდრე, ერთი შეხედვით, მეტად კომფორტული და იოლი მცხეთის მიმართულება? რატომ უნდა შევამოწმებინოთ მექანიკოსს თუნდაც „ტაოტიანი“, მაგრამ წლობით უმოქმედო ველოსიპედი ტურში წასვლის წინ? რა ხელსაწყოები, ეკიპირება და უნარები უნდა ჰქონდეს ველომოყვარულს მოგზაურობისას? რატომ სჯობს უშგულში ლენტეხის მხრიდან ველოსიპედით ასვლა? რა ტიპის ველოსიპედია ყველაზე მეტად გავრცელებული საქართველოში, რის გამო ანიჭებენ მას უპირატესობას ქართველი ველომოყვარულები და რა უნდა გავითვალისწინოთ ველოსიპედის შეძენისას? რისთვის შეიქმნა Caucasus Cycling Network-ი, რას საქმიანობს და რას გეგმავს ქსელი ველოსიპედის, როგორც გადაადგილების საშუალების, პოპულარიზაციისთვის?

სტუმარი – მარ მიხელიძე, Caucasus Cycling Network-ის თანადამფუძნებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: