#სახლისკენ - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“
#სახლისკენ - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“

„თუ საჭიროა, გათქმევინებთ“ – ასე ეწოდება შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ახალ კრებულს, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმს შეწირული პიროვნებების უმძიმეს ხვედრზე მოგვითხრობს. მასში გადმოცემული ყოველი ფაქტი რეალურია, ყოველი სიტყვა დადასტურებულია საარქივო მასალითა და მსხვერპლთა ახლობლების მოგონებებით. იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა ეს კრებული, გადაცემაში –„სახლისკენ“ წიგნის ავტორი, შორენა ლებანიძე საუბრობს.