#სახლისკენ - ნოდარ დუმბაძის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა
#სახლისკენ - ნოდარ დუმბაძის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა

1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძე. მას მზიანი გულის მწერალს უწოდებენ და ასეცაა – მზით და სიკეთით არის გაჯერებული მისი ცხოვრება და შემოქმედება. ნოდარ დუმბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა დიდი აღიარება და სიყვარული.. გადაცემის სტუმარი, მწერლის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე მამასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს და ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის საქმიანობაზე საუბრობს.