#სახლისკენ - „ტიფლისის უნიკა“ - მარკებით მოთხრობილი ისტორია
#სახლისკენ - „ტიფლისის უნიკა“ - მარკებით მოთხრობილი ისტორია

20 ივნისს გამოიცა დღეისათვის უნიკალური და ყველაზე ძვირად ღირებული „ტიფლისის უნიკა“. უიშვიათესი საფოსტო მარკაა, რომელიც 1857 წელს დაიბეჭდა. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე ხნის განმავლობაში და თბილისის საქალაქო ფოსტაში გამოიყენებოდა, თბილისსა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად. დღეისათვის ,,ტიფლისის უნიკის“ სამი გამოუყენებელი ეგზემპლარია შემორჩენილი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. უკანასკნელად, აუქციონზე 2008 წელს იყო გამოტანილი, მაშინ აღნიშნული საფოსტო მარკა 700 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ,,ტფილისის უნიკა“ ყველა ფილატელისტურ კატალოგშია მოხსენიებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული და იშვიათი საფოსტო მარკა. ქართული მარკების ისტორიაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ისაუბრა ისტორიის დოქტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა მაია პატარიძემ.