#სახლისკენ – „თამაშის“ ახალი წესები საქმიანი ადამიანებისათვის
შრომის კოდექსის ახალი ნორმების პრაქტიკაში დანერგვის კონკრეტული მექანიზმებისა და დარღვევებზე შრომის ინსპექციის რეაგირების შესახებ: რა ცვლილებები უნდა განახორციელონ ორგანიზაციებმა შრომის ხელშეკრულებებში, შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში; როგორ უნდა დარეგულირდეს ორგანიზაციებში სტაჟირება, სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი, ზეგანაკვეთური სამუშაო და სამუშაო დროის აღრიცხვა; როგორ რეგულირდება დედის და მამის შვებულება; რა მექანიზმები უნდა დაინერგოს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით; რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელონ კომპანიებმა დაჯარიმების პრევენციის მიზნით; რა შემთხვევაში ხდება კომპანიების დაჯარიმება და როგორ განისაზღვრება მისი ჯარიმის ოდენობა; როგორია შრომის ინპექციის უფლებამოსილებები და მანდატი.
სტუმარი – თამარ კერძაია, ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, შრომის სამართლის ექსპერტი (სატელეფონო ჩართვა)

