#სახლისკენ - სუბიექტური აზრი წიგნებზე და არაობიექტური მემატიანე
#სახლისკენ - სუბიექტური აზრი წიგნებზე და არაობიექტური მემატიანე
  • FM ბლოგერი – წარმოადგენენ თუ არა სხვებისთვის საფრთხეს ის ადამიანები, ვინც ახალი კორონავირუსი გადაიტანა? მიაღწევს, თუ არა წარმატებას ბრიტანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ წარმოებული კვლევები, რომლის მიზანსაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პერორალური ფორმის შემუშავება წარმოადგენს და რა უპირატესობები ექნება ამ პროდუქტს უკვე არსებულ ვაქცინებთან შედარებით? ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინტერნეტ რესურსი, ვიკიპედია 20 წლისაა – რომელ ენაზე შედგენილი სტატიებია ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი? როდიდან გაჩნდა ინტერნეტში ქართულენოვანი ვიკიპედია, რა მოცულობის ინფორმაციას შეიცავს ის და რომელ ადგილს იკავებს სხვადასხვა ენოვან ვიკიპედიებს შორის? რომელი ქვეყნის ვიკიპედიაა ლიდერი კავკასიის რეგიონში? რა სარგებლობის მოტანა შეეძლება „ჰიბრიდულ“ თვითმფრინავს, რომლის კონცეფციაზეც MIT-ის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინჟინრები მუშაობენ და რა პრინციპზე იმუშავებს ასეთი თვითმფრინავის ძრავი? რომელი მუსიკოსი შეასრულებს აშშ-ის ჰიმნს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე? რომელი ქართული ფილმის ნახვაა შესაძლებელი HBO-ს პლათფორმაზე და როგორია მისი რეიტინგი?
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – რა შთაბეჭდილებები, ან ემოციები გვრჩება და გვაკავშირებს ბავშვობისას წაკითხულ წიგნებთან? როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც ჩვენზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა? რას ვკითხულობდით ბავშვობაში და რას კითხულობენ ჩვენი შვილები?
  •  ისტორიის მრუდე სარკე – მემატიანე როგორც ეპოქის არა ჟამთაღმწერელი, არამედ შემლამაზებელი; რას ისახავს მიზნად მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების „შელამაზება“, ან არც თუ ისე ობიექტური ასახვა? მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის ყველაზე „შელამაზებული“ მოვლენები; რას უპირისპირებენ წყაროთმცოდნეები მყარად დამკვიდრებულ ისტორიულ ისტორიულ ილუზიებს?
  •  მუსიკალური კალენდარიკოლექციონერების საოცნებო ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ფირფიტა, რომელიც უიშვიათეს ჩანაწერებს ინახავს და იმდენად უნიკალურია, რომ კოლექციონერები მზად არიან მათ ხელში ჩასაგდებად ასეული ათასი, ან ზოგ შემთხვევაში, მილიონობით აშშ დოლარიც კი გადაიხადონ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: