#სახლისკენ - სტუდენტთა გადამზადება Covid-19-ის ეფექტურად მართვის მიზნით
#სახლისკენ - სტუდენტთა გადამზადება Covid-19-ის ეფექტურად მართვის მიზნით

პანდემიური ვითარების გამო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელები გადამზადების სწრაფ კურსებს გადიან და სარეზერვო ბაზას ეტაპობრივად ემატებიან. მათ შორის არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებიც, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობენ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში – 80-მდე სტუდენტი სხვადასხვა კლინიკასა და ლაბორატორიაში PCR დიაგნოსტირებაზეთერმოსკრინინგზე და კარანტინში მყოფებისთვის მუშაობს. მათთვის ჩატარდა ერთ-ერთი ონლაინ ტრენინგი – „ახალი კორონავირისული დაავადება COVID-19 – ადაპტირებული სწავლების კურსი სტუდენტებისთვის“. კურსის პროგრამა ბსუ-ს პროფესორმა სოფიო ბერიძემ მოამზადა.

სატელეფონო ჩართვა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის მე-5 კურსის სტუდენტი – ელიზა ჩიკვაიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი