#სახლისკენ - საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების წაშლილი ისტორიის გაცოცხლება ერთ ალბომში
#სახლისკენ - საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების წაშლილი ისტორიის გაცოცხლება ერთ ალბომში

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის გამოცემას აპირებს, რაც ავტორთა განმარტებით, წაშლილი ისტორიის გაცოცხლებასა და „მეხსიერების გაწყვეტილი ძაფის გადაბმას“ ისახავს მიზნად. მემორიალურ ალბომზე მუშაობა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ 4 წლის წინ დაიწყო. ალბომში შევა ბიოგრაფიული ცნობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 145 დეპუტატის შესახებ.

სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი – „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი.