#სახლისკენ - საქართველოს ფესტივალების ასოციაცია - გაერთიანება წარმატებისთვის
#სახლისკენ - საქართველოს ფესტივალების ასოციაცია - გაერთიანება წარმატებისთვის

საქართველოს ფესტივალების ასოციაციის დაფუძნების მიზანია,მასში შემავალი წევრების საერთო ძლისხმევით განავითაროს საფესტივალო ინდუსტრია, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს, ხელი შეუწყოს ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას; საქართველოს ფესტივალების ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისა და პროფესიონალების მრავალწლიანი ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საქართველოს როგორც კულტურის, ასევე ტურიზმისა თუ ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია; ფესტივალების ასოციაციის წევრები გაერთიანდნენ იმ ძირითადი პრინციპების გარშემო, რომლებიც საფუძვლად უდევს ყველა ფესტივალს: ძალადობისა და დისკრიმინაციის უარყოფა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა;

სტუმარი – ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი