HR hub-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფესტივალზე 60-მდე სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები წარმოადგენენ მიმდინარე ვაკანსიებს და დასაქმების მსურველებს სამსახურის ძიებასა და დამსაქმებელთან დაკავშირებაში დაეხმარებიან; ყველას, ვინც სამსახურს ეძებს, www.studentjob.ge -ზე წინასწარ გამოქვეყნებული არსებული ვაკანსიების შერჩევა და ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება შეუძლია, რაც გაადვილებსკანდიდატებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებისა და გასაუბრების პროცესს; დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs 29 ივლისს, დედაენის ბაღში გაიმართება.
სტუმრები – ანა გზირიშვილი და ანა ნავდარაშვილი HR hub-ის დამფუძნებლები.