#სახლისკენ - ქართული თეატრი, დროშა და ლიტერატურული კალენდარი ქართული ჩაის არომატით
#სახლისკენ - ქართული თეატრი, დროშა და ლიტერატურული კალენდარი ქართული ჩაის არომატით
  •  FM ნავიგატორი – შეძლებენ თუ არა ადამიანები სუპერჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის მართვას და რამდენად დიდია საფრთხე, რომ ადამიანის მიერ შექმნილმა ხელოვნური ინტელექტი უმართავი გახდეს და ეთიკური დილემის წინაშე დგანან ამ თემაზე მომუშავე მეცნიერები? რა შედეგები აჩვენა ჩინელი მკვლევარების მიერ შექმნილმა ინოვაციური მატარებელის, ე.წ. მაგნიტოპლანის პროტოტიპის გამოცდამ და რა მაქსიმალური სიჩქარის მიღწევას გეგმავენ მაღალტექნოლოგიური სატრანსპორტო საშუალების შემქმნელები? დაკარგავს თუ არა სან-ფრანცისკოელი პროგრამისტი სტეფან თომასი მის ანგარიშზე არსებულ 240 მილიონ დოლარს იმის გამო, რომ დაავიწყდა ვირტუალური საფულის პაროლი, რომელზეც წლების მანძილზე ნაგროვებ ბიტკოინებს ინახავს? რითი ხსნის ტვიტერის ხელმძღვანელი ჯეკ დორსი ქსელის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ და როგორ აისახა ფეისბუქისა და ტვიტერის ექსტრემალური ნაბიჯი ამ კომპანიების აქციების ფასებზე?
  •  ვირტუალური ექსკურსია საქართველოს თეატრებში – 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. გამოგვყევით რადიოტურში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა თეატრების შენობების ისტორიას გაგაცნობთ;
  •  ლიტერატურული კალენდარი ჩინური ელფერით – როგორ იქცა ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ლიტერატურის მუზეუმის მიერ ჩაფიქრებული და განუხორციელებელი გამოფენა ტრადიციული ლიტერატურული კალენდრის უჩვეულო ფორმატით გამოშვების იდეად და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებასთან;
  •  არტ ნიუსი – კულტურისა და ხელოვნების სიახლეები თამუნა დადიანიძესთან ერთად.
  •  სახელმწიფო დროშის დღე – 2012 წლიდან ოფიცილურად აღინიშნება სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე. რა დატვირთვა აქვს დროშაზე გამოსახულ სიმბოლოებს და რამდენად მკაფიოა ჰერალდიკის წესების მოთხოვნები დროშის იერ-სახის შექმნისას?
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

 

დატოვე კომენტარი