#სახლისკენ - პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში
#სახლისკენ - პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან ასრულებს. თამარ კიკნაძე ერთადერთი ქალია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, ვინც აფრიკის მისიაში მონაწილეობს. იგი დაჯილდოებულია მედლებით სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის, ასევე – ცენტრალურ აფრიკაში მისიაში ყოფნისას – ევროკავშირისა და აფრიკის მედლებით. მიღებული აქვს სამშობლოსათვის თავდადებულილომგულის მედალიც და სხვა. გადაცემის სტუმარმა – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსმა, გამომძიებელ – მაიორმა თამარ კიკნაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მან მისიებში მონაწილეობა და როდის მიემგზავრება კვლავ აფრიკაში.