#სახლისკენ - პირველად საქართველოში - „დისნეი“ საქართველოს პირველი არხის პარტნიორია
#სახლისკენ - პირველად საქართველოში - „დისნეი“ საქართველოს პირველი არხის პარტნიორია

კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი საქართველოს პირველ არხთან გააფორმა – საზოგადოებრივი მაუწყებელი 2021 წლის იანვრიდან მაყურებელს შესთავაზებს ორიგინალურ, ლიცენზირებულ, ოფიციალური კონტრაქტით შეძენილ პაკეტს, რომელიც მოიცავს ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით გახმოვანებულ პროდუქციას. კონტრაქტით გათვალისწინებულია 350 ფილმის ჩვენება. კომპანია Disney-ს გარდა, ნაჩვენები იქნება ისეთი ცნობილი კომპანიების ფილმები, როგორებიც არის – Marvel, 20th Century Studios, Lucasfilm. რა მნიშვნელობა და ღირებულება აქვს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მსგავსი მასშტაბის კომპანიებთან ოფიციალურ თანამშრომლობას, პროდუქციის არამეკობრეული გზით მოპოვებას, საავტორო უფლებების ზედმიწევნით დაცვას და ინტელექტუალური პროდუქციის ოფიციალური ფორმით გავრცელების პოპულარიზაციას?

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: