#სახლისკენ - მონებისა და ოქროსმაძიებელთა სამოსისდან მსოფლიო მოდამდე
#სახლისკენ - მონებისა და ოქროსმაძიებელთა სამოსისდან მსოფლიო მოდამდე

6 ივნისი ლურჯი ჯინსის დაბადების დღეა. მილიონობით ადამიანი თვლის, რომ იგი ყველაზე მოსახერხებელი და დემოკრატიულია. იგი ამერიკაში და მსოფლიოში თავისუფლების სიმბოლოდ გადაიქცა. ჯინსების ისტორია ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წინააღმდეგობრივია მსოფლიო მოდა, რომლის განვითარებასაც ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებს. მთავარი კი ის არის, რომ ჯინსის ტანსაცმლის შემქმნელის სახელი დავიწყებას არ მიეცა: ლევი სტრაუსი – წესიერი, პატიოსანი, მიზანსწრაფული ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. ამ მსოფლიო სამოსის შესახებ და მისი განვითარების გზაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ისტორიკოსმა მიხეილ ბარნოვმა ისაუბრა.