#სახლისკენ - ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველი სათემო ორგანიზაცია საქართველოში
#სახლისკენ - ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველი სათემო ორგანიზაცია საქართველოში

ახალი ვექტორი წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველ სათემო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს თემის საჭიროებების ადვოკაციისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე. ახალი ვექტორი ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს სთავაზობს ზიანის შემცირების, სამედიცინო და სოციალური სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს. ორგანიზაცია ერთი ფანჯრის პრინციპით ახორციელებს ზიანის შემცირების პროგრამას, რომელიც აპრობირებული და ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა სისხლით გადამდები ინფექციების გამოვლენისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფებში ამ ინფექციების გავრცელების პრევენციისათვის. ორგანიზაციის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ ისაუბრეს სათემო ორგანიზაციის „ახალი ვექტორი“, რუსთავის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა აბესაძემ და ახალი ვექტორის სოციალურმა მუშაკმა მიხეილ თავაძემ.