#სახლისკენ - მობილური აპლიკაცია, როგორც ვირტუალური მეგზური შშმ პირებისათვის
#სახლისკენ - მობილური აპლიკაცია, როგორც ვირტუალური მეგზური შშმ პირებისათვის

ახალგაზრდული პროექტების კონკურსი Social Impact Awards წელს მეხუთედ ჩატარდა Impact Hub Tbilisi-ს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს ბანკის ხელშეწყობით. ორგანიზატორების რჩეულ იდეებს შორის მოხვდა მობილური აპლიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გადაცემის სტუმრები, იდეის ავტორები, თავისუფალი და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, თემო ჭეიშვილი და თორნიკე კვინიკაძე გვიამბობენ, როგორ და რატომ გაჩნდა ისეთი აპლიკაციის შექმნის იდეა, რომლის დახმარებითაც შშმ პირები და მათი თანმხლები ადამიანები წინასწარ შეძლებენ ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ადაპტირებული ესა თუ ის გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებისათვის. რა ეტაპზეა აპლიკაციის შექმნის პროცესი და როგორია აპლიკაციის განვითარების პერსექტივები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: