#სახლისკენ – მალე ოთარ მაღრაძის კონცერტი გაიმართება

19:10, 29.11.2019
-0:00

პიანისტი ოთარ მაღრაძე 45 წელზე მეტია, რაც ქართული ჯაზის განვითარებას ემსახურება. მუსიკოსს ჩატარებული აქვს ჯაზური მუსიკის მრავალი კონცერტი, არის საარბრიუკენის, ნანტის, ჰანოვერის, ტალინის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალების ლაურიატი. ჩაწერილი აქვს 4 Cდ, ასევე ერთობლივი მუზიცირება ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჩაკა ხანი, ფილ მალკოვიჩი, ბობ მონცერი, ბენი გოლსონი და სხვები. გადაცემაში – „სახლისკენ“ ოთარ მაღრაძემ ჯაზზე, საკუთარ წიგნზე, უახლოეს მომავალში თბილისსა და მიუნსტერში (გერმანია) დაგეგმილ სოლო კონცერტებზე ისაუბრა და კომპოზიციები ცოცხლად შეასრულა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

 

 

 

  

მსგავსი