#სახლისკენ - კულტურული ცხოვრების ზიგზაგები
#სახლისკენ - კულტურული ცხოვრების ზიგზაგები

რუსეთის იმპერიის ნგრევით, ომებით, გეოპოლიტიკური ძვრებითა და სხვა მრავალი ფაქტორის წყალობით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ცენტრად ქცეული საქართველო; თბილისი, როგორც არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი და სხვადასხვა ეროვნების მწერლების, პოეტების, მხატვრების, რევოლუციურ კატაკლიზმებს გამოქცეული ხელოვანების შეკრების ადგილი, სადაც მოდერნისტული და ავანგარდისტული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდა; დამოუკიდებლობის აღდგენა, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკურ-ისტორიული აქტი, არამედ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამწლიან მონაკვეთში ახალი კულტურული ცხოვრების დაწყებისა და შემოქმედებითი იდეების ხორცშესხმის შესაძლებლობა თითქმის ყველა სახელოვნებო დარგში: ლიტერატურასა თუ თეატრში, მუსიკაში, კინოსა თუ მხატვრობაში და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად ეტაპობრივად პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ცენზურის მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული, დათრგუნული და თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა დაკარგული კულტურა.

სტუმარი: სალომე ჭანტურიძე – ხელოვნებათმცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: