#სახლისკენ - ხელოვანთა ქართულ-იტალიური გაცვლა
#სახლისკენ - ხელოვანთა ქართულ-იტალიური გაცვლა

უცხო ქვეყანაში აკადემიური მიზნებით გამგზავრება ყველასთვის სასარგებლოა, თუმცა განსაკუთრებული ცოდნით და შთაბეჭდილებებით ალბათ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები ბრუნდებიან. საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე იტალიელი ხელოვანები საქართველოში, ხოლო ქართველი ხელოვანები იტალიაში, კერძოდ, ტურინში ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებენ და შემოქმედებითად იმუშავებენ. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ხოლო იტალიის მხრიდან, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ენცო მოავერო მილანეზიმ.

დეტალებზე გადაცემის „სახლისკენ“ სტუმარმა – შემოქმედებითი საქართველოს დირექტორმა ანა რიაბოშენკომ ისაუბრა .