#სახლისკენ - ინტერესის საგანი და სვანური ფაზლი
#სახლისკენ - ინტერესის საგანი და სვანური ფაზლი
  • FM ნავიგატორი – რას უპასუხებს ევროკავშირის წამლის სააგენტო Pfizer-ისა და BioNTech-ის განაცხადს ვაქცინის წარმოების ნაბართვასთან დაკავშირებით და ვაქცინის შექმნის რა ეტაპზეა სხვა მწარმოებლების კვლევები? როგორ იმუშავებს ტესლას სტრიმვიდეოკამერა, რომელიც მოძრაობისა და მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს? როგორი იქნება მაღალტექნოლოგიური პირბადე, რომლის პროტოტიპმა MIT-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ჯილდო მოიპოვა? რა პასუხი გასცა პოლ მაკარტნიმ Apple Music-ის პოდკასტის SmartLess-ის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ეგულება თუ არა ისეთი არტისტიზმის მქონე შემსრულებელი, როგორიც The Beatles-ის წევრებს ჰქონდათ? რა გახდა იუთუბერ ალენ პენის შთაგონების წყარო, რომელმაც თოფის მსგავსი პირბადის მტყორცნი იარაღი შექმნა და კიდევ რა გამოგონებებით გაითქვა მან სახელი?
  •  აღმოაჩინე საქართველო ანუ სვანური ფაზლი – სამშაბათობით გიამბობთ ადგილებზე, რომლებიც უნდა ნახო საქართველოში, ვიდრე უცხოეთში სამოგზაუროდ წახვალ. სვანური ფაზლი, ანუ როგორ ვიმოგზაუროთ და დავათვალიეროთ სვანეთი ისე, რომ ამ საოცარი მხარის მაქსიმალურად სრული სურათი დავინახოთ: ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებით, შთამბეჭდავი ბუნებითა და კულინარიული აღმოჩენებით.
  • მიკროსქემების პატარა მესიდუმლე  – 11 წლის გოგონა, რომლის საყვარელი საქმიანობა სტერეოტიპების მსხვრევა და კომპიუტერების, ტელეფონების, სხვა გაჯეტებისა და ელექტროხელსაწყოების შეკეთებაა.
  • მუსიკალური კალენდარი – ეპატაჟური არტისტები, უცხო თვალისთვის დამალული დეტალები და ხელოვნურად აგორებული სკანდალები, ანუ პოპკულტურა, როგორც ნაყოფიერი ნიადაგი კონსპირაციული თეორიების მოყვარულებისათვის. გიამბობთ ცნობილი მუსიკოსების სიკვდილთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების შესახებ;
  • აღმოაჩინე ამერიკა – რუბრიკა თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: