#სახლისკენ - "ღმერთი სამსახურშია"
#სახლისკენ - "ღმერთი სამსახურშია"

18 სექტემბერს საღამოს 7 საათზე ვაკის მედიათეკაში დავით გორგილაძის პირველი პროზაული ნაწარმოების პრეზენტაცია შედგება. დავით გორგილაძე ახალი წიგნით, რომლის სახელწოდებაა “ღმერთი სამსახურშია”, ეწვია გადაცემას “სახლისკენ”, სადაც დიდ პრეზენტაციამდე 30 წუთით ადრე რადიოპრეზენტაცია მოაწყო და მსმენელს გაანდო, რომ მისი არცერთი პერსონაჟი არ არის გამოგონილი, ყველა რეალურია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. დავით გორგილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის “ახალი დღე” წამყვანია.

სტუმარი: დავით გორგილაძე