#სახლისკენ - ფერეიდნელი ქართველები, რომლებმაც ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს, საქართველოში არიან
#სახლისკენ - ფერეიდნელი ქართველები, რომლებმაც ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს, საქართველოში არიან

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი საქართველოში ფერეიდნიდან ფეხით ჩამოვიდნენ და ახლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავენ შეხვედრებს. „ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება ფუძეზე დაბრუნება და ეროვნული ერთიანობა“, – აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი და ამ შეხვედრების ორგანიზატორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც, ფერეიდნელ სტუმართან, ალპინისტ შაჰრამ ონიკაძესთან ერთად, გადაცემაში – „სახლისკენ“ ტელეფონით გვიზიარებს ამ შეხვედრებით გამოწვეულ ემოციებს და უახლოეს გეგმებზე საუბრობს.