#სახლისკენ - ფენომენი, სახელად El Diego
#სახლისკენ - ფენომენი, სახელად El Diego

რატომ არის დიეგო მარადონა, როგორც ფენომენი, არგენტინისა და არგენტინული კულტურის პროდუქტი? რა კავშირშია მარადონას სპორტული კარიერის დასაწყისსა და იმ პერიოდში არგენტინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შორის? რატომ წავიდა მარადონა ბოკა ხუნიორსში და არა რივერპლეიტში და როგორ აისახა ეს არჩევანი მის არა სპორტულ, არამედ პირად ცხოვრებაში, ურთიერთობებში ოდიოზურ ფიგურებთან, ან მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ დიქტატურად აღიარებული რეჟიმების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში? რატომ აქცია 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის კარში ხელით გატანილმა გოლმა მარადონა ნაციონალურ გმირად? რატომ მოუწოდა მარადონამ ნეაპოლელებს არგენტინის ნაკრებისთვის ეგულშემატკივრათ და რატომ ამტკიცებდა, რომ პირველი დიდი დისკვალიფიკაციით ის სწორედ იტალიაში მასპინძელი ნაკრების დამარცხებისთვის დასაჯეს? როგორი იყო მარადონას სპორტული და პირადი ცხოვრება კარიერის მიწურულს და რატომ არის არარელევანტური მარადონასა და მესის ფენომენების შედარება?

სატელეფონო ჩართვა – გიორგი უგულავა, ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: