#სახლისკენ - ძველი სახლი ზღვის პირას
#სახლისკენ - ძველი სახლი ზღვის პირას

ჩაქვში, რკინიგზის სადგურის შორიახლოს, ფერდობზე დგას გამორჩეული არქიტექტურის ძველი შენობა, რომლის ინტერიერშიც აქა-იქ შემორჩენილია მისი ძველი მფლობელის საქმიანობასთან დაკავშირებული დეკორის დეტალები. მისი პატრონის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელება. სახლი ინახავს აქ საცხოვრებლად ჩამოსული ერთ-ერთი პირველი ჩინელის, ლაო ჯონ ჯაოს ოჯახის ამბავს, საიდანაც დაიწყო ქართულ-ჩინური ინტერკულტურული ურთიერთობის ნამდვილი, არაფორმალური ისტორია. რა მდგომარეობაშია ამჟამად სახლი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ხერხდება მიტოვებულ-გაძარცვული შენობის შეკეთება და მისთვის შესაფერისი ფუნქციური დატვირთვის მინიჭება.

სატელეფონო ჩართვა: ნანა კვაჭაძე – ჟურნალისტი .

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი