#სახლისკენ - ძიებათა ზიგზაგები და საოჯახო ეთიკა უჩვეულო გამოცემის მოლოდინში
#სახლისკენ - ძიებათა ზიგზაგები და საოჯახო ეთიკა უჩვეულო გამოცემის მოლოდინში
  • FM ნავიგატორი – საქართველოს პირველი არხის ახალი მობილური აპლიკაცია Mobile TV აერთიანებს მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას და არის მაუწყებლის Digital First სტრატეგიის ნაწილი. Mobile TV-ში თავს იყრის პირველი არხის საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემები (სტოქსი, მასტერშეფი, სეანსი, მაშველები, აკუსტიკა, რანინა და ა.შ) გარდა ამისა, იტვირთება 21:00-იანი მოამბის ანონსი და „დღის ამბები“ მოკლედ. ეს არის Mobile TV-ის გუნდის მიერ შერჩეული დღის მნიშვნელოვანი ამბები მოკლე ვიდეო ფორმატში. აქვე თავმოყრილია „ტლესკოლის“ არქივი, რომელიც მუდამ ახლდება. აპლიკაციისთვის იქმნება ასევე ორიგინალური კონტენტი (ვიდეოები, პოდკასტი და სხვა). მთავარ გვერდზე მომხმარებელი შეხვდება რჩეულ და დღის ვიდეოებს. მომხმარებელს შეუძლია, შექმნას საკუთარი ფლეილისტი, გადმოწეროს გადაცემები და ვიდეოები ოფლაინ რეჟიმში საყურებლად. აპლიკაცია საშუალებას იძლევა, გამოიწეროთ საინტერესო რუბრიკა/ტეგი და შეტყობინების ფუნქციის მეშვეობით, მიიღოთ სიახლეები გამოწერილი რუბრიკიდან. Mobile TV-ის გადმოწერა შეგიძლიათ, როგორც App Store-დან, ასევე Play Store-დან;
  • რა შედეგებს მოიტანს გაერთიანებული სამეფოს მეცნიერთა კვლევა, რომელიც ასტრა ზენეკასა და პფაიზერის ვაქცინების შერევის შესაძლებლობასა და ამ გზით ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად;
  • ილონ მასკის თქმით მისი ნეირონული ინტერფეისების კომპანია წლის ბოლოსთვის მზად იქნება ადამიანის ტვინის იმპლანტი გამოსცადოს, თუკი კომპანია ექსპერიმენტის ჩატარების ნებართვას მიიღებს; როგორი გამოხმაურება მოჰყვა Apple-ის გადაწყვეტილებას კომპანიის მიერ ავტომობილების წარმოების დაწყების შესახებ და რომელი საავტომობილო გიგანტები აპირებენ პროექტში მონაწილეობის მიღებას? რის გამო მიენიჭა არიანა გრანდეს გინესის რეკორდსმენის ტიტული? როგორ გამოიყურება „ოქროს გლობუსის“ წლევანდელი ნომინაციების სია?
  •  ძიებათა ზიგზაგები – მუსიკით, ეთნოგრაფიითა და ანთროპოლოგიით დაწყებული საკუთარი თავის ძიება და „ჯიხვის ნახტომი“ ფოტოხელოვნებაში; შემოქმედებითი ფანტაზიის ჭიდილი გაბედულ ექსპერიმენტთან და „გახევებული“ ფოტო, რომელიც ნიდერლანდებში რემბრანდტის „უძღები შვილის დაბრუნებას“ შეადარეს;
  •  უჩვეულო გამოცემა – გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მომზადებული, თავისი მნიშვნელობითა და აქტუალობით გამორჩეული წიგნი, მათთვის, ვისაც მეგრულის სწავლა სურს და არ იცის როგორ; მეგრული ენის თვითმასწავლებელი და წიგნის აუდიოვერსია, რომლის აუდიოვერსიაც საზოგადოებრივი მაუწყებელის მონაწილეობით შეიქმნა;
  •  ბიზნესპარტნიორი სახლისკენ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის: რამდენად სწორად გასცა ნებართვები გარემოს დაცვის სამინისტრომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით – დიდი ჰესები და გარემოს დაცვითი პრობლემები – ბიზნესპარტნიორის შეკითხვებს გადაცემაში სახლისკენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი უპასუხებს
  •  „სასაზღვრო რეგულაციები“ პირადი სივრცის უსაფრთხოებისათვის – რას ნიშნავს ბავშვების პირადი სივრცის დაცვა და სად გადის ზღვარი სრულ სოციალურ იზოლაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას შორის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: