#სახლისკენ - დიალოგი ბავშვობის წიგნების თაროს ფონზე
#სახლისკენ - დიალოგი ბავშვობის წიგნების თაროს ფონზე

წლების წინ ბევრჯერ წაკითხული პირველი წიგნი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის შესახებ („ფორცა იტალია“) და იმ დროიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი საშინელებათა ჟანრის ფილმის „აღმოჩენა“; უამრავჯერ წაკითხული წიგნების სიის ლიდერები – პეპი და კარლსონი; ნაადრევად წაკითხული, ცუდად გაგებული, მოგვიანებით დაფასებული და შეყვარებული წიგნი; მე-18 საუკუნის ფრანგული რევოლუციის ეპოქის შესწავლის დროს ჰიუგოს ხელახლა გადაკითხვისას გაკეთებული მოულოდნელი „აღმოჩენა“; გულდასაწყვეტი და არც ისე გულდასაწყვეტი ტექსტები, რომლებიც თაობიდან თაიბამდე აქტუალობასა და პოპულარობას კარგავენ; ძველი თარგმანების „როლი“ თანამედროვე მკითხველის გაუცხოებაში ერთ დროს ძალიან პოპულარული წიგნების მიმართ; მხატვრული ტექსტები, რომლებიც გარკვეულ ასაკამდე თუ არ წაიკითხე, შეიძლება სულაც წაუკითხავი დაგრჩეს; რა კავშირია წაკითხული წიგნების რაოდენობასა და „დროის დასახარჯი“ სხვა საშუალებების მრავალფეროვნებას შორის?

სტუმარი – ნიკო ნერგაძე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი