#სახლისკენ - მიზანი, რომელიც ქალაქურ ცხოვრებაზე მეტია
#სახლისკენ - მიზანი, რომელიც ქალაქურ ცხოვრებაზე მეტია

1. FM ნავიგატორი – რა თავისებურებები ახასიათებს სოციალური ქსელის ახალი პლატფორმა Clubhous-ი, რა სიახლეებს სთავაზობს ის მომხმარებლებს, ვის შეუძლია ამ პლატფორმით სარგებლობა და როგორ რეაგირებენ ახალი კონკურენტის გამოჩენაზე სოციალური მედიის გიგანტები? რა გეგმები აქვს ავტოწარმოების ერთ-ერთ ლიდერს Jaguar-ს ელექტრომობილების შექმნასთან დაკავშირებით და როდისთვის გეგმავს საწვავზე მომუშავე მანქანების სრულად ჩანაცვლებას ელექტრომობილებით? როდის გახდება ხელმისაწვდომი და რა მახასიათებლები აქვს პირველ მფრინავ ავტომობილს, რომლის საცდელმა მოდელმაც ზღვის დონიდან 3048 მეტრის სიმაღლეზე წარმატებით გაიარა გამოცდა და ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის სპეცილური სერტიფიკატიც მიიღო? რისთვის მოუხადა ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს და რა გახდა მისი მობოდიშების მიზეზი?

2. Homo მგლებთან მოცეკვავე – როცა იმაზე მეტად გიყვარს ბუნება, ფლორა და ფაუნა, ვიდრე ეს რიგით ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, მგლებთან ერთად ცხოვრება, როგორც ბევრს ჰგონია, მეტაფორა აღარ არის. ამბავი ადამიანზე, რომელმაც მგლებში, ყველაზე უკარება და ძნელად მოსათვინიერებელ ცხოველებში, აღმოაჩიანა ერთგულება, თანადგომა და სიყვარული;

3. მუსიკალური კალენდარი – ცნობილი როკ არტისტების მუსიკალური „დუელი“ კინემატოგრაფთან, ანუ კინომუსიკა, რომელიც უკვე წარმატებულმა და ცნობილმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა სხვადასხვა ფილმებისთვის შექმნეს;

4. ბიზნესპარტნიორი სახლისკენ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის: როგორ სრულდება რეგულაციები და როგორ მიმდინაროებს შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად მონიტორინგი – თემის გაგრძელება – გადაცემაში სახლისკენ ბიზნესპარტნიორის რუბრიკაში;

5. მარგარეტ შატილიონის მისია – 24 წლის ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება რომანტიკულად გეჩვენოს, მაგრამ რთული მისაღები და შესასრულებლად კიდევ უფრო ძნელია; გოგო, რომელიც შატილის უფანჯრო კოშკში ცხოვრობს და ზღაპრულ უფლისწულზე ოცნების ნაცვლად მთებში ჩაკარგული სკოლის სულ რამდენიმე მოსწავლეს ხელოვნებას ასწავლის;

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: